ბუქარესტი და ვილნიუსი: „მაპ-ზე უფრო უკეთესი“, ბაიდენი მერკელის როლში. ისევ მიუტევებელი შეცდომა?...
11-07-2023, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კასეტური ბომბების მიწოდების ლიბერალიზაციის შემდეგ თითქოს ლოგიკური ჩანდა, რომ ვილნიუსში აშშ მაქსიმალურად შეეცდებოდა უკრაინისათვის ნატო-ს კარის გახსნას, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველას გასაკვირად უაღრესად ხისტი პოზიცია დაიჭირა და მაქსიმალურად ბუნდოვანი გახადა ეს პერსპექტივა. ბაიდენის ამ უხერხემლო და პოტენციურად სახიფათო ნაბიჯმა არა მარტო ევროპელი პარტნიორები გააცოფა, არამედ ამერიკელ პოლიტიკურ მრჩეველთა გუნდიც, მათ შორის ცნობილი დემოკრატები.

 


"ალბათობა იმისა, რომ მომავლის უკრაინა ომში ჩაგვითრევს, ბევრად უფრო რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა არ იქნება რომელიმე დასავლური ალიანსის წევრი" - განაცხადა ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტომ მალინოვსკიმ, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდა. "მე არ ვფიქრობ ჩვენს ინტერესებშია ის ფაქტი, რომ კბილებამდე შეიარაღებული, უაღრესად ნაციონალისტური უკრაინა არ იყოს რომელიმე დასავლური სამხედრო ალიანსის წევრი და სრულიად თავისუფალი იყოს თავის სამხედრო გადაწყვეტილებებში".

 


"ბაიდენის ადმინისტრაციამ შესამჩნევი იზოლაცია მოახდინა ალიანსის სხვა წევრებისაგან, როდესაც ხისტი და წინააღმდეგობრივი პოზიცია დაიკავა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ" - განაცხადა იან ბრჟეზინსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ბუშის (შვილი) ადმინისტრაციაში ნატო-ს პოლიტიკის მთავარ მრჩეველად მსახურობდა. ერთადერთი არგუმენტი, რაც ბაიდენმა ვილნიუსში თავისი პოზიციის გასამართლებლად გამოიყენა, არის მე-3 მსოფლიო ომამდე ესკალაციის საშიშროება. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის დანარჩენმა წევრებმა ეს არგუმენტი არასაკმარისად დამაჯერებლად მიიჩნიეს, ბაიდენმა თავისი გაიტანა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანი გახადა. ე.წ. "ისრაელის მოდელი", რომელიც ამერიკის პირდაპირ დახმარებას ითვალისწინებს, სამხედრო ძალით უშუალო დახმარების გარეშე, როგორც ზელენსკიმ, ასევე ალიანსის წევრთა უმრავლესობამ არასაკმარისად მიიჩნია. მალინოვსკი და ბრჟეზინსკი წარმოადგენდნენ ამერიკელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა იმ 40-კაციან ჯგუფს, რომლებმაც ნატო-ს წევრებს ღია წერილით მიმართეს, მიეცათ უკრაინისათვის უახლოეს ვადებში ნატო-ში გაწევრიანების ნათელი და ჩამოყალიბებული გეგმა. ბაიდენი თავისი პოზიციით ღიად დაუპირისპირდა ამერიკელ პოლიტიკოსთა ამ ზეპარტიულ გუნდს და თავისი უაზრო პოზიციით ვილნიუსის შეკრება პოლიტიკური მავნებლობით ბუქარესტისას გაუტოლა. ექსპერტები თავიანთ წერილში აღნიშნავდნენ, რომ ნატო-ს შეეძლო აემუშავებინა ე.წ. მე-5 პუნქტი, რაც ნიშნავდა უკრაინის ალიანსში მიღებას დღევანდელი დე-ფაქტო საზღვრებით. ეს გადაწყვეტილება დაიცავდა ნატო-ს კონფლიქტში ჩართვისაგან იმ შემთხვევაში, თუ და როცა უკრაინა ყირიმისა და დონბასის ბოლომდე გათავისუფლებას შეეცდებოდა. მაგრამ ბაიდენმა არ ისურვა არავითარი კომპრომისი ამ თემასთან დაკავშირებით; თანაც, აღნიშნული იქნა, რომ უკრაინას კიდევ სჭირდება ბევრი მუშაობა, რათა დემოკრატიის ხარისხით ნატო-ს სტანდარტებს გაუტოლდეს. ეს უკვე ცინიზმის კატეგორიაში გადადის, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი უპრობლემოდ სარგებლობს ალიანსის წამყვანი წევრის პრივილეგიებით.

 

 

ასე და ამგვარად უკრაინამ ვილნიუსში ზუსტად ის მიიღო, რაც საქართველომ ბუქარესტში 2008 წელს, ანუ "მაპ-ზე უფრო უკეთესი".

 

 

ამერიკელი ექსპერტების მრისხანება სრულიად გასაგებია. ბაიდენის ადმინისტრაციამ "მაშველი რგოლი" გადაუგდო რუსეთის უკვე დამიწებულ რეპუტაციას და მძლავრი მოტივაცია მისცა ომის გასაგრძელებლად. ასევე მოტივაცია მიეცა ჩინეთსა და ირანს, რომ დახმარება გაუწიონ რუსეთს. ამასთან, ძალიან შესუსტდა პრო-ამერიკელთა პოზიციები მთელ მსოფლიოში; მათ შორის საქართველოშიც. -აბა ომი გინდათ?- პოლიტიკის შემქმნელებს მძლავრი, დასაბუთებული არგუმენტაცია გაუჩნდათ. მხოლოდ ლოგიკური სპეკულაცია შეიძლება ბაიდენის სიჯიუტის შესახებ. როგორც ჩანს პუტინმა თავისი ბირთვული შანტაჟი ძალიან რეალისტური და დაუნდობელი სცენარით მიაწოდა ამერიკელებს. რამდენად გონივრულია შანტაჟის აყოლა და დათმობა, ეს უკვე სხვა "ოპერის" თემაა. სამწუხაროდ, ისევ უკრაინას მოუწევს საკუთარი სისხლით როგორც ყველა დასავლური შეცდომის გამოსწორება, ასევე რუსული "ბუასილისაგან" მსოფლიოს ხსნაც. ვილოცოთ...

 

 

ზურაბ გურული,


აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი