ნატომ უარი უთხრა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ვადის მიცემაზე და განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“
12-07-2023, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული.

 


მანამდე, ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის ნატოში მიწვევის ან გაწევრიანების მხრივ.

 


კიევი აღიარებს, რომ ვერ შეუერთდება ნატოს, სანამ რუსეთთან ომშია, მაგრამ მას სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ალიანსის წევრი, როგორც კი რუსეთთან ომი დასრულდება. მაგრამ ზელენსკიმ, სტოლტენბერგის კომენტარებამდე „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეთანხმებული ვადის არარსებობა ნიშნავს, რომ მისი ქვეყნის საბოლოო წევრობა შეიძლება ვაჭრობის საგანი გახდეს. „უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად შესაძლებლობის ფანჯარა რჩება. გაურკვევლობა სისუსტეა“, - თქვა მან.

 

 

ნატოს, მართალია, არ უთქვამს როდის და როგორ შეუერთდება უკრაინა ალიანსს, მაგრამ დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაწევრიანებისკენ უფრო მკაფიო გზა დასახეს და განაცხადის რთული პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 


ალიანსმა აღიარა, რომ უკრაინის არმია სულ უფრო „თავსებადი“ და უფრო „პოლიტიკურად ინტეგრირებულია“ ნატოს ძალებთან და ის განაგრძობს უკრაინის დემოკრატიისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების მხარდაჭერას.

 


დიპლომატებმა ასევე ხაზი გაუსვეს ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნას, რომელიც ოთხშაბათს პირველად შეიკრიბება და რომელიც კიევს უფლებას მისცემს მოიწვიოს მთელი ალიანსის შეხვედრები. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება, რომლითაც ალიანსში უკრაინის მიღების დრო არ განისაზღვრა, უკრაინისთვის წარუმატებლობად აღიქმება.

 

 

როგორც BBC წერს, ზელენსკის გადაწყვეტილებამ, ეთქვა, რომ გრაფიკის არარსებობა იყო „აბსურდი“, მხოლოდ ხაზი გაუსვა მის დიპლომატიურ წარუმატებლობას.

 

 

ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შიშობს, რომ უკრაინის თითქმის ავტომატურად გაწევრიანებამ შეიძლება რუსეთს ომის ესკალაციისა და გახანგრძლივების სტიმული მისცეს. ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდებიან ნატოს წევრები უკრაინას, როგორც ადრეული წევრობის ალტერნატივას.

 

 

წარსულში, დასავლეთის უსაფრთხოების დაპირებებმა ვერ შეაჩერა ორი რუსული შეჭრა. ნატოს მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ მესამე რაუნდი იქნება საკმარისად ძლიერი და აშკარა, რათა დაარწმუნოს კრემლი, რომ შემდგომი აგრესია ძალიან ძვირი დაჯდება.

 


მოგვიანებით, ვილნიუსში შეკრებილი ხალხისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ თქვა: „ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა გააძლიერებს ალიანსს“.

 

 

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, რასაც ნატოს მეთაურმა, იენს სტოლტენბერგმა „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა. შვედეთი ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდება მას შემდეგ, რაც საკითხის რატიფიცირებას უნგრეთის და თურქეთის პარლამენტები მოახდენენ.

 


შვედეთმა და მისმა აღმოსავლელმა მეზობელმა ფინეთმა, ორივემ - ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით - თავიანთი განზრახვის შესახებ, შეერთებოდნენ ნატოს, გასული წლის მაისში განაცხადეს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა.

  


ვილნიუსის სამიტზე ასევე გამოცხადდა უკრაინის სამხედრო პაკეტების სერია.

 


11 ქვეყნის კოალიცია დაიწყებს უკრაინელი მფრინავების წვრთნას აშშ-ის წარმოების F-16 გამანადგურებლების ფრენისთვის ცენტრში, რომელიც აგვისტოში რუმინეთში განთავსდება.

 


მაისში შეერთებულმა შტატებმა ნება მისცა მის დასავლელ მოკავშირეებს მიეწოდებინათ უკრაინისთვის მოწინავე თვითმფრინავები, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში ნანატრი F-16-ები - რაც მნიშვნელოვანი განახლებაა საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავებთან შედარებით, რომელსაც კიევი ამჟამად იყენებს.

 


უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა თავის დასავლელ მოკავშირეებს, რათა მიეწოდებინათ თვითმფრინავები ახლახან დაწყებულ კონტრშეტევაში დასახმარებლად, რომლის მიზანი რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებაა.

 


თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადებას დასავლური თვითმფრინავების ფრენისა და მართვისთვის, გარკვეული დრო დასჭირდება.

 

 

ამავდროულად, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ მოსკოვი იძულებული იქნება გამოიყენოს „მსგავსი“ იარაღი, თუ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის. აღნიშნული იარაღი მცირე კალიბრის ბომბებს ავრცელებს ფართო ტერიტორიაზე და აკრძალულია 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ, მშვიდობიან მოსახლეობაზე მათი ზემოქმედების გამო.

 


შოიგუმ თქვა, რომ რუსეთს აქვს მსგავსი კასეტური იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს მისი გამოყენებისგან.

 


უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსეთმა და უკრაინამ უკვე გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალები ომის 17 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

 

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით, GUARDIAN.GE -ის მიერ

 

კომენტარები: 5
#5   Dom
      
The nba중계 Site is a treasure chest of NBA content. Uncover stats, stories, and strategies that deepen your fandom.
18 დეკემბერი 2023 16:31
#4   Dom
      
Watching sports has never been easier. Thanks, 무료스포츠중계!
13 დეკემბერი 2023 16:20
#3   seo
      
Betting online? Prioritize 먹튀검증. Toto Match leads with its robust verification system, ensuring a secure and enjoyable gaming journey.
3 დეკემბერი 2023 11:51
#2   Dom
      
Putting user experience at the forefront is a tried-and-true recipe for 구글 seo rankings that soar.
2 დეკემბერი 2023 22:42
#1   Ludie
      
小偷强奸空姐人C交Z0oZ0OxX全过程触手play强制灌药玩弄h凤阳雷电将军裸体视频小舞操小舞脱个精光露出奶头和尿口波多野结衣被干在线美艳馊子找我借种下面好痒
h视频哥也爱成人网妖魅婷儿人人插小视频S国产女王胯下喝圣水成熟女性裸体动千仞雪白丝开档自慰3D国漫AV乱辈通奷ⅩXXXXHD老女人黄色网站免费一女被两男吃奶添下
A片V老妇泬15P斗罗被插科目韩国GayXXXXGay2高潮orgasm颤抖抽搐jijzzizz老师出水喷水日本BBB老师撒尿BBBB视频日本老熟妇xy❌久久国
产伦人精品麻豆欧美美女的胸视频老妇人性爱AVporonodrome重口另 https://xxxporno.win/ 百度黄色电影china熟妇老熟女HD视频x8x8在线视频牛最大的特点是什么和奸网欧美成人⭕⭕⭕⭕XXXX老公带我去跟别人玩的地方触手 3dNaruto全彩小南广东将推出安全生产月活动japanesem亂倫咪咪视频一欧美视频玛丽莎 杜比最新唐朝后宫婬乱电影cuckoldfemdom高潮李丽莎黄色视频男男被❌到爽
24 სექტემბერი 2023 09:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი