„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS)
12-07-2023, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს
სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ,
რომელმაც პარტნიორებსა და განსაკუთრებით, ესტონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა. მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა
კალიურანდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არნოლდ კამელმა,
რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქართველი კოლეგა მასპინძლობს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის
წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა
და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ,
რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე
მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. საუბარი შეეხება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის
გაძლიერების მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე თითოეული მოქალაქის როლისა და
პასუხისმგებლობის გაანალიზებას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ
სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

 


„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების
კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს
პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში
ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია საქართველო მას დამოუკიდებლად ატარებს.
კურსზე მომხსენებლები არიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები,
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი
წარმომადგენლები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი