„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე“ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს
14-07-2023, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მსმენელები საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ. მათ ეროვნული
უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების
გაცნობის გარდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე
სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. უწყების ხელმძღვანელმა
პირებმა, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა თავდაცვის
უწყების მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ
ძირითად მიმართულებებსა და თავდაცვის ძალების ამოცანებზე ისაუბრეს.

 


თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოხსენების ფარგლებში
ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს
ურთიერთობაზე, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს
მიღწეულ პროგრესსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე, უსაფრთხოების რთულ
გარემოსა და მზარდი საფრთხეების ფონზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე
ისაუბრა და პრაგმატულ მიდგომებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე
გაამახვილა ყურადღება.

 


ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული
რეფორმები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები,
ტრანსფორმაციის პროცესი მიმოიხილა და თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის კიდევ
უფრო გაზრდის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებეზე ისაუბრა.

 


მოგვიანებით შეხვედრა დიკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა ყველა კითხვას
ამომწურავი პასუხები გასცეს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის თემატიკისადმი მიძღვნილი სესია მონაწილეებმა სიმულაციური სავარჯიშოების
შესრულებით დაასრულეს, რომლის სცენარიც კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

 


„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის
წარმომადგენლები არიან ჩართულები. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში როგორც ეროვნულ,
ასევე, საერთაშორისო კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემასთან
დაკავშირებულ აქტუალურ ინფორმაციას მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების
სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, კვალიფიციური
მომხსენებლები აწვდიან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი