თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს უმასპინძლეს
14-07-2023, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ
დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს,
გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე
მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ,
კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით
ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს
კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.

 


დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი
კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.
პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა
მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს
კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს სტანდარტებთან
თავსებადობას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი