ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება
15-07-2023, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, “მთის დღეების” ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს საკუთარი ხედვა და გეგმა და ქვეყანა ამ გეგმას თანმიმდევრულად მიყვება. პრემიერის თქმით არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მითუმეტეს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა.

 

 

"ახლა რაც შეეხება უკრაინის საკითხს და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორეო, ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ მე არ მინდა დეტალებში შევიდე რადგან ქვეყანა არის უმძიმეს ომში და უმძიმეს ვითარებაში და მე მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ომის მალე დასრულება, გამარჯვება და თავის ტერიტორიების დაბრუნება. ეს ერთი. რაც მთავარია ის უბედურება, რაც ხდება, ყოველ დღე ასეულობით ადამიანი იღუპება, ეს არის უბედურება და კატასტროფა ხდება პირდაპირ. 20 მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი , 20, მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო 1 წელიწადში, ეს არის ტრაგედია მეგობრებო. და ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვთ და ზარალი, ზიანი რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად არის, ამბობენ ტრილიონ დოლარზე მეტი უკვე. აი ეს არის მთავარი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად . ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მითუმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი",- განაცხადა პრემიერმა და დაამატა: 

 

 

"მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც  დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ როცა ძალიან ბევრი ქვეყანა რომლებიც პირდაპირ ჩართული იყო ამ პროცესში და პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავა. იმ ქვეყნებში ელჩები დღემდე ყავს უკრაინას არ გამოუწვევიათ მათ ელჩები".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი