პრემიერი: პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი
15-07-2023, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი აქტიურობით, ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია და როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა და მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მითმეტეს, ჩვენ არავისთვის არაფერი გვაქვს დასამალი. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვუშაობთ ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მისივე თქმით, სამარცხვინო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რაც მოხდა.

 

 

„უბრალოდ სამარცხვინო რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როდესაც თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როდესაც დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად ჩვენი თანხმობის შემდეგ, ეს რათქმაუნდა მიუთითებს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე, ალბათ რაღაცა სხვა განზრახვები მათ შესაძლოა ჰქონოდათ, ამას დრო გვაჩვენებს თუ რა იდგა თუნდაც ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი