წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო
ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი
კვირეული დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, სოციალურ
საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი,
კარლო ლაბაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა
გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. კვირეულის ფარგლებში
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო
სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა
სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულებებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები
გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, დაჭრილ-დაშავებული
მებრძოლებისათვის კონცერტი გაიმართა. დაჭრილ-დაშავებულ
სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი
პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას,
ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ
ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.