თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა
16-07-2023, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების
უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი
ჩატარდა. საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის
პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის
გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ლელა ჩიქოვანმა სემინარში ჩართულ უწყების
წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

 

სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ს სამხედრო
დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის
საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების
უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები.

 


სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში
მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17
წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის წარმომადგენლები იღებდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი