კახა კალაძე: გოთუას ქუჩაზე მოწყობილი პანდუსი საავტომობილო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
17-07-2023, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა დაათვალიერა.

 


მერის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საჭიროება საავტომობილო გადაადგილებისას უსაფრთხოების პრობლემამ წარმოქმნა.

 


„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ეს არის გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი პანდუსი. თქვენ იცით, რომ „საქართველოს ბანკის“ ოფისთან ჩამომსვლელი გზა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მარჯვენა სანაპიროზე გამსვლელი ავტომანქანებისთვის, ძალიან ხშირად იქმნებოდა ავარიული სიტუაციები. აღნიშნული პროექტი - 150 მეტრი სიგრძის ახალი პანდუსი შესაძლებლობას იძლევა, ავტომანქანები გოთუას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროზე უსაფრთხოდ ჩავიდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტის ფარგლებში მოეწყო როგორც გზა, ასევე ფერდის დამცავი, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი დაLED სანათები.

 


საავტომობილო მოძრაობა აქამდე მოქმედ პანდუსზე გახდა ცალმხრივი და ავტომობილები გადაადგილდებიან სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.

 


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი