საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანადგომას და სამძიმარს უცხადებს ომარ მხეიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.
გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.