ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით, ასევე გადაჭრის წვევამდელებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხს და უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის“
17-07-2023, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ
ერთხელ განუმარტა თავდაცვის ძალებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის „თავდაცვის
კოდექსის“ მნიშვნელობა და მასში გათვალისწინებულ არსებით ცვლილებებსა და
სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, კოდექსზე მუშაობისა და
განხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა პროექტის
კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა: „კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი
აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას
რაიმე წინააღმდეგობა მოყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე
იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ, მუშაობისას გავაფართოვეთ პირთა
წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არ
ყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ „თავდაცვის კოდექსის“ კონკრეტული უპირატესობები და
მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები დაასახელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსი
წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ჩვენი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც
არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს: „კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს
წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო
პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური
ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც
პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის
პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას გადინების
ტენდენციის მკვეთრად შემცირებასა და შემოდინების გაზრდის შესახებაც მიაწოდა
ინფორმაცია.

კომენტარები: 1
#1   Jonathon
      
I am really grateful to the holder of this web site who has shared this wonderful post at at this time.


Feel free to visit my homepage :: เกร็ดความรู้
19 ივლისი 2023 18:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი