„ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
17-07-2023, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი
ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა
ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის აზრი, თითქოს საქართველოს ნატოსთან
დაკავშირება შეფერხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. „შვიდი საერთაშორისო წვრთნა
ჩატარდა საქართველოში. არასდროს ასეთი შედეგი ჩვენ არ გვქონია, რომ საქართველოს
ემასპინძლოს ერთი წლის განმავლობაში შვიდი საერთაშორისო წვრთნისთვის“, - განაცხადა
ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა საქმიანი ვიზიტების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოს
მხრიდან საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა
წამოყენებული. მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად
მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა
აქვს დაგეგმილი ევროპაში. „მე პირადად ვიყავი, ალბათ რეკორდული ციფრია, 7-ჯერ ერთი
წლის განმავლობაში ნატოში, სადაც შეხვედრა გავმართე გენერალურ მდივანთან, თავდაცვის
კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს მინისტერიალებს დავესწარი, ჩვენ ვართ რამშტაინის
ჯგუფის წევრები. აბსოლუტურად რელევანტურობა დაკარგული აქვს ამ საკითხს. ჩვენ
განვიხილეთ ის ფორმატები პარტნიორებთან ერთად, რაც უნდა ჩატარებულიყო ვილნიუსში.
რა თქმა უნდა, შევარჩიეთ ის ფორმატი, რომელიც მეტ - ნაკლებად მისაღები იქნებოდა
ჩვენთვისაც, მათთვისაც და ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვილნიუსში, ჩვენს
ოპონენტებს სურთ ეს უარყოფითად დაანახონ ჩვენ საზოგადოებას, თუმცა, ამას პერსპექტივა
არ აქვს, რადგან ერთხმად ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი
მიღწევა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ამ გზის პერსპექტივის სიცხადე, არანაირი
კითხვის ნიშანი არ არსებობს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი