ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია“
17-07-2023, 22:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია“, -
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ „თავდაცვის კოდექსის“
შესახებ დეტალურად ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ, „თავდაცვის კოდექსზე“
მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილა. მისი განცხადებით, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს. მან განმარტა,
რომ თავდაცვის სამინისტრო ზრუნავს წვევამდელთა სოციალური პირობების
გაუმჯობესებაზე.

 


მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ
კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა. „ეს სტრატეგია შექმნილია
პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან
გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035
წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა
გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური,
ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 


მინისტრმა განმარტა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს იმ საკითხებს, რაზეც
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპელირებენ. მათ შორის, მან სპეციალური
წოდების სამხედრო მოსამსახურეების უწყებაში მუშაობის პრაქტიკაზე გაამახვილა
ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი
სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ
ექნება. „ჩვენ აღარ გვექნება უფლება რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან
მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის
სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა
ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

მან თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი
განცხადებით, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებებისა და რეგულაციების
შესახებ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი