ჯუანშერ ბურჭულაძე: ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა
17-07-2023, 22:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების
განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა“ -
აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების
მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით
გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ
ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი
მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ
„რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს
მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად
ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს,“ - განაცხადა ჯუანშერ
ბურჭულაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების
განახლების შესახებაც.

 

 

თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის
შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის
ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. „ჩვენ ასევე შევიძინეთ
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში,
სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე
მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება
დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში
მიიღებს თავდაცის სამინისტრო,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. როგორც მინისტრმა
აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით,
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.
თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით
არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. „პრემიერის მინისტრობის დროს, დავაფუძნეთ ერთობლივი
საწარმო პოლონურ კომპანიასთან ერთად, რომელიც არის ძალიან წარმატებული კამიკაძე
დრონების მწარმოებელი კომპანია. სრულად მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, დავახვედრეთ
ახალი შენობა და ყველანაირად მზაობა გვაქვს, რომ დავიწყოთ მასშტაბური წარმოება,“ -
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, სატესტო ეტაპი დასრულებულია და
უახლოეს პერიოდში მასიური წარმოება დაიწყება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი