„თავდაცვის კოდექსი არეგულირებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქმნის სოციალურ გარანტიებს“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
17-07-2023, 22:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც
სამხედრო მოსამსახურეებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს შექმნის. მინისტრმა
ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდის შეუქცევად
პროცესზე. „წელიწადნახევრის განმავლობაში უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს
ანაზღაურება 40%-ით გავუზარდეთ და ეს ზრდა 2024 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება,“ -
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, სამხედროებისათვის მრავალწლიანი
სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და დაგეგმილ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული
სამუშაოები განხორციელდა, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზაზე: „ყაზარმები
თანამედროვე და ხარისხიანი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო სასადილოები, განახლდა
სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიები,
ბაზებზე დაეგო გზები.“ ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის
უწყებას აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი