საქართველოსა და უნგრეთის უნივერსიტეტები ერთობლივი/ორმაგი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე მუშაობას დაიწყებენ
19-07-2023, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 


გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა იანოშ ჩაკმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც მხარეებმა პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და ინოვაციის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 


მინისტრმა მადლობა გადაუხადა იანოშ ჩაკს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 


მინისტრებმა პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეწვევიან უნგრეთის პროფესიული განათლების სპეციალისტები, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გასაზიარებლად. ამასთან, ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კვალიფიკაცია უნგრეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებში აიმაღლონ, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მოხდება კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და საქართველოსა და უნგრეთის უნივერსიტეტები დაიწყებენ ერთობლივი/ორმაგი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე მუშაობას.

 


თავის მხრივ, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა იანოშ ჩაკმა უნგრეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, დაიწყება ინტენსიურ მუშაობა განათლების მიმართულებით ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება.

 


უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი ამილახვარი ხის ტექნიკური დამუშავების პროფესიული მომზადების სკოლას ეწვია, ადგილზე გაეცნო სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკას და სტუდენტებს გაესაუბრა. მინისტრს სკოლის ხელმძღვანელობამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროფესიული სასწავლებლის პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და სასწავლო კურიკულუმის შესახებ.

 


გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის პრეზენტაცია და მისი შედეგებიც გააცნეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი