ირაკლი ღარიბაშვილი: ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა
19-07-2023, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა.

 

 

„გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

პრემიერის თქმით, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და სხვა ქვეყნებს.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს.

 


„რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა, მეგობრებო და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი