ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
19-07-2023, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი გმირების ნეშტების გადმოსვენება. მოგეხსენებათ, 4 სამხედრო პირია აქედან, 9 არის სამოქალაქო პირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ჩვენს ომში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

 


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ნეშტების გადმოსვენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

 

 

„ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. მეორეს მხრივ, მე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გმირების ნეშტები გადმოვასვენოთ დროულად. ამ პროცესში, მოგეხსენებათ, ჩართული არის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ჩართულია წითელი ჯვარი,ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამ პროცესში, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

 


შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

 


ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი