პრემიერი: უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია... ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის
19-07-2023, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველივე ეს ამყარებს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მთავრობის მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდათ.

 

 

„მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ, ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ 7-10 მილიონი შეიძლება იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა, ანუ დროებით იძულებით გადაადგილებული პირია. აი ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, ვინც არ უნდა იყოს, გვარს აღარ გავიმეორებ, თქვენ ახსენეთ წეღან, გნებავთ არახამია, გნებავთ ნებისმიერი, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და ჩვენს მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ მანამდე ისედაც გვქონდა. აი ეს არის მთელი ფილოსოფია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი