ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების... ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა
20-07-2023, 21:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა.

 


ხაბეიშვილის თქმით, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ექნებათ საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების და „ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა“.

 

 

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოუწია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ცივილიზებული სამყარო დადგა ისტორიულ გზაგასაყარზე. შესაბამისად, ძალიან მარტივი არჩევანი გააკეთა ყველამ მშვიდობასა და ბოროტებას შორის, ტერორიზმსა და მშვიდობას შორის, პუტინის ტერორისტულ ზრახვებსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას შორის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტერორისტი პუტინი ემუქრება არა მარტო უკრაინას, არამედ მშვიდობას ცივილიზებულ სამყაროში. შესაბამისად, ეს დილემა დადგა საქართველოშიც. სამწუხაროდ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ჰყავს „რუსული პარტია“ და ამ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა კითხვა – ვის მხარეს დაიჭერს პუტინის კარის ოლიგარქი, ვგულისხმობ ივანიშვილს. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ისიც, რომ პუტინის კარის ოლიგარქმა აირჩია კონკრეტული მხარე და ესაა პუტინის რუსეთი. მან მთელ სახელმწიფოს განუსაზღვრა ეს კურსი. ქართველ ხალხს უკვე პირდაპირ, ღიად განუცხადეს, რომ საქართველო ადგას პუტინიზაციის, რუსეთიზაციის გზას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებენ, დაწყებული რუსული კანონით, გაგრძელებული ლავროვის და მათი ოჯახის წევრების მასპინძლობით, ფრენების აღდგენით. საქართველო, როგორც „შავი ხვრელი“, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა პუტინს. შესაბამისად, საქართველოშიც დადგა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა და პროდასავლურ ფლანგზე, ვგულისხმობ ოპოზიციას, კონკრეტული ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გახდა საჭირო. რუსული ხელისუფლების, ეკონომიკური სიდუხჭირის, სოციალური პრობლემების პირობებში საზოგადოების, ხალხის დაკვეთა არის ერთობა. აბსოლუტურად ყველა კვლევაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, ყველა შეხვედრაზე ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, უბნებში ხალხი ერთ რამეს საუბრობს – რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობითო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა.

 


კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი