აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა
20-07-2023, 21:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა.

 


28 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მოყვანილია „ჯიპი ინთერნეიშენალის“ (GP International) მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლური მედიისთვის მომზადებული მასალები.

 


ლობისტები მათ მიერ მომზადებულ რელიზში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თავისუფალი ქვეყნის ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.

 


„სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის ჰეგემონიის ძლიერი კრიტიკოსი. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მან ქვეყანა წარმართა ტრანსფორმაციის გზით, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად აქცია მსოფლიოში, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღიარებს“, – ნათქვამია მასალაში, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ საერთაშორისო მედიისთვის მოამზადა.

 


მედიისთვის მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ „სააკაშვილი იყო ლიდერი, რომლის დროსაც პირველი მშვიდობიანი საარჩევნო ცვლილება განხორციელდა და 2013 წელს თანამდებობა ქართველი ამომრჩევლის პატივისცემით დატოვა“, ხოლო მის კონკურენტად მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს.

 


„მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტების აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი აწამეს და, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ მოწამლა კიდევაც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დიდი გავლენით“, – წერია ლობისტების მიერ მომზადებულ მასალაში.

 


აღნიშნული მასალა გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 თებერვალს „ნიუ იორკ სანში“ და ავტორად მითითებულია ისრაელის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საბჭოთა კავშირის ყოფილი პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი ნათან შარანსკი.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ლობისტური კომპანიის მიერ საერთაშორისო მედიისთვის დაკვეთილი სტატიები, რომლებიც მათ მიერ მომზადებული რელიზების საფუძველზე მზადდებოდა. მათ შორის ერთ-ერთია მიხეილ სააკაშვილის სახელით „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული წერილი, სათაურით „მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში და მე ვკვდები“.

 


შეგახსენებთ, რომ მანამდე იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლობისტური კომპანიების ანგარიშები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული კომპანიების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს. დოკუმენტში დასახელებულია ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ლობისტური კომპანიები უკავშირდებოდნენ სტატიების მოსამზადებლად. მედიასაშუალებებს შორის დასახელებულია „სიენენი“, „როიტერსი“, „გარდიანი“. ასევე, ჩამოთვლილი არიან კონკრეტული ჟურნალისტები და სხვა პირები, რომელთაც ლობისტური კომპანიები სტატიების მოსამზადებლად უკავშირდებოდნენ.

 

 

1tv.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი