საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ში იმყოფება
21-07-2023, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ
შტატებში იმყოფება. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის
ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა
ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო
პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ.

 


გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის
ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის
მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ
მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს
შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს
ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული
პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა.

 


გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და
ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და მნიშვნელოვან
კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი
ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს.

 


აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ეროვნული გვარდიის
გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს;
დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის
ქვედანაყოფის ბაზაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი