საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს
23-07-2023, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს.
პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში
საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. დასავლეთის
სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა „კოლხეთის ბარიკადი 2023“
ჩაატარა. „კოლხური ბარიკადი-2023” ორიენტირებული იყო საინჟინრო დაზვერვის,
კონტრმობილურობის, მობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპერაციებზე. სწავლების
განმავლობაში განხორციელდა დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის,
მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულების ოცეულების ტაქტიკური ჯგუფების
ერთობლივი მოქმედებები და სინქრონიზება. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა,
ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა და
დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცა.
აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში პროფესიული დღე საზეიმოდ
აღინიშნა. 31 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის
სამწყობრო მოედანზე გაიმართა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ
ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. სამხედრო
მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სერტიფიკატები
გადაეცათ.

 


ღონისძიება ,,მხიარული სტარტებით’’ გაგრძელდა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეების
შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე
გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი