საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქალაქ ზაგრებში შეხვდა
24-07-2023, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

პრემიერმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ასევე ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აგრეთვე საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას, რაც ორი ქვეყნის მეგობრობას და თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროსა და ნაყოფიერს ხდის.

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დღის წესრიგის

გაძლიერებას.

 

ხაზი გაესვა აგრეთვე ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ორი ქვეყნის 30- წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის პროცესში გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო წაახალისოს დარგობრივი უწყებები და გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ორ ქვეყანას შორის ბიზნესტრატეგიების გაცვლას, რაც გაზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ხორვატიული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი