საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.
„მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, - აღნიშნავს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.