ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას მოგახსენებთ ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით
24-07-2023, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბატონო პრემიერო, მადლობას მოგახსენებთ ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის მიმართულებით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით და ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

 

„ბატონ პრემიერს ვაცნობე ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. 66 მილიარდი დოლარია, 22%-ით გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. გუშინ გვქონდა მესამე იუბილე აი ამ მიმართულებით, საეტაპო მოვლენების. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული მაჩვენებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ გავხდით ევროზონის და შენგენის სივრცის წევრნი, ეს არის ის სამიზნეები, რომელიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის მიმართულებით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ნაშუადღევს ზაგრებში გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ვიზიტისთვის ზაგრებში და მადლობას მოგახსენებთ ასევე ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით. თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“,- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი