თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო
25-07-2023, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ მისი დაბრუნება მოახერხა.

 


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენელს, ვის მფლობელობაშიც აღნიშნული ტერიტორია არსებობდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ბახტრიონის ქუჩაზე, წლების წინ არსებობდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი ადამიანი იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული სივრცე გასხვისდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. ტერიტორიის დაბრუნება მოსახლეობის დიდი თხოვნა და ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ამიტომ, როგორც კი დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, საკითხზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ. მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შემდეგ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, რომ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებიჩართულიყვნენ და განეხორციელებინათ პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სამი კორტის მშენებლობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები და საკვები ობიექტი. ჩვენი დაპირება, რომ ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდებოდა, შესრულდება. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, 20 თვე დასჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


2021 წელს გამოცხადებული აუქციონი მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას - ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.

 


პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად,ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს.

 


მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძედა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი