DIBS ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსს მასპინძლობს
25-07-2023, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ერთიანი უსაფრთხოებისა და
თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსის დასკვნით მოდულს მასპინძლობს. კურსი
ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით იმართება და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის
პოლიტიკის (EaP) ქვეყნებიდან საჯარო უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები
მონაწილეობენ. მათ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა
ჩიქოვანი შეხვდა, წარმატებები უსურვა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების
სფეროს პრიორიტეტებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა
და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა.

 


ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი სამი მოდულისგან
შედეგება. პირველი მოდული ონლაინ ფორმატში განხორციელდა, მეორე მოდული ავსტრიის
დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, მესამე, დასკვნით მოდულზე, რომელიც საქართველოში
მიმდინარეობს, უცხოელი ექსპერტები მსმენელებს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და
ევროპის კონტინენეტზე არსებული ჰიბრიდულ საფრთხეებზე ინფორმაციასა და გამოცდილებას
უზიარებენ. კურსის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტრენინგ აქტივობაში ჩართვისა და
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

 


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას გასულ წელს ევროპის უსაფრთხოებისა და
თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი
მიანიჭა; DIBS გახდა ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო ინსტიტუტი
საქართველოში. ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის (EaP) და
გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი