თავდაცვის სამინისტრო: მიხეილ ამაღლობელი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება
26-07-2023, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ ამაღლობელი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეხმიანება სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, მიხეილ ამაღლობელთან, დაკავშირებით, თითქოს თავდაცვის სამინისტრომ სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება.

 

 

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი