ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის მინისტრს შეხვდა
26-07-2023, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს
მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. ჯუანშერ
ბურჭულაძემ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის
შესაძლებლობების განვითარებაში.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support
Package) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი
შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის
საკითხებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა დიდი ბრიტანეთიდან მოვლენილი სპეციალურ
მრჩევლის როლი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშორმლობის გაძლიერების საქმეში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი