არჩილ კალანდია: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას
27-07-2023, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ელჩის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება როგორც ქალაქ ჩენდუში, ისე პეკინში.

 

 

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ვიზიტის პირველი ნაწილი შედგება ქალაქ ჩენდუში, სადაც არის ახალგაზრდული, სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.

 


უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი და უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები, ასე რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

 


შემდეგ უკვე ჩენდუდან გადავინაცვლებთ ქალაქ პეკინში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი, ასე რომ საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი ვიზიტი იქნება,“- განაცხადა ელჩმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი