ილია დარჩიაშვილი: საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები
28-07-2023, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები.

 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიული ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. ერთი მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველომ და ჩინეთმა, ორმა ლიდერმა მოილაპარაკეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაინაცვლებს ახალ ფაზაში. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიური იქნება. ასევე გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები და ეს იქნება ახალი ძალიან ძლიერი იმპულსი ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის საქმეში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში არ მომხდარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას, და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაახლოებას. სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი