აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა
28-07-2023, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია სენატში უმრავლესობის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა.

 

 

დანიგანი ბოლოს, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. იგი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.

 


2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, იგი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

 


2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 


დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში, ინტენსიურად მუშაობდა ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე. ვაშინგტონში იგი მუშაობდა ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორის პოსტზე ენერგეტიკის ბიუროში, ასევე თანამდებობებზე ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და ოპერაციების ცენტრში.

 


რობინ დანიგანი არის ომის ეროვნული კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ასევე, მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საგარეო სამსახურის მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში. დანიგანი ფლობს ესპანურ ენას, ასევე შეუძლია გერმანულად, თურქულად და ვიეტნამურად საუბარიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი