საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე შენობების ფასადებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა სახურავები, მოეწყო ტროტუარები და სკვერები.
პროექტის ფარგლებში, შენობების ფასადები მთლიანად შეკეთდა თამარ მეფისა და თავისუფლების ქუჩებზე, შეიცვალა სახურავები, ამავე ქუჩებზე მოეწყო ტროტუარები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მესროპ მაშტოცის ძეგლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, მიმდებარე ტერიტორია კი კეთილმოეწყო. „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.