Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს
29-07-2023, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ უელსში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრში Cambrian
Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური
საველე შეკრება „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების
სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის
შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა
და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.

 


„მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო
მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო
შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას. „მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი
სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი
ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-
მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის
სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე
მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვევრო საშუალებებიც
გამოსცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტი-დრონები, სკანერები, სადაზვერვო
სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები.

 


„მსტოვარი 2023“-ის ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა
თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო
მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე
დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი