გიორგი ამილახვარი: საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე
30-07-2023, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

 

მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს.

 

„საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერსიტეტში, ენის და კულტურის უნივერსიტეტში გახსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმ მეგობრობის და თანამშრომლობის, რომელიც არსებობს ქართველ და ჩინელ ხლხებს შორის. ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი