ზემო იმერეთის ხელახლა აღმოჩენა - „ეთნო-რეკრეაცია ტაბატაძე“
30-07-2023, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი არაფორმალური განათლებისა და
სახასიათო დასვენების სივრცეები იქმნება. მათ რიცხვს "ეთნო რეკრეაცია ტაბატაძე"
შეემატა. ზემო იმერეთის მთისპირა სოფელში დასვენებით ისწავლით და ნახავთ როგორ
შეიძლება მიზანმა გააერთიანოს ადამიანები.

 

 

ოჯახი, რომელმაც 2018 წელს თბილისიდან წასვლა და ზემო იმერეთის ყველაზე დიდ
თემ კორბოულში ხელოვნების რეზიდენციის დაფუძნება გადაწყვიტა, ბებიას ორ ძმასა
და შვილიშვილს აერთიანებს. იდეა ეტაპობრივად განვითარდა, თავდაპირველად
მხოლოდ ბაბუისეულ სახლის აღდგენა დაისახეს მიზნად, რაც უფრო მეტ დროს
ატარებდნენ სოფელში, მით მეტად რწმუნდებოდნენ ეს საგანძური აუცილებლად
სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინათ.

 

 

რით შეიძლება გაერთოთ ხელოვნების რეზიდენციაში, გარდა ახალ გარემოში შესვლისა

და ადამიანების გაცნობისა? იმუშაოთ კვლევაზე, პროექტზე, ნაწარმოებზე,
ფოტოგრაფიაზე, ვიდეოგრაფიაზე, მიიღოთ მონაწილეობა პერმაკულტურული ბაღის
გაშენებაში, ხატოთ, შექმნათ ხელოვნების ნიმუშები სამშენებლო და სხვა ნარჩენებისგან,
შეიგრძნოთ სხვადასხვა ტყის სურნელი, ისწავლოთ იმერული კულინარია ჩვენი
ბებიისგან, ისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა, ძერწოთ და გამოწვათ კერამიკა
ადგილობრივი თიხით, შექმნათ ხის ავეჯი და აქსესუარები, დამღლელი დღის ბოლოს
მოეშვათ აუზში, კიდევ რას ისურვებს თქვენი ფანტაზია?

 

 

რეზიდენცია ყოველ ახალ სტუმართან ერთად განვითარდება და შეიცვლება. მარტივად
რომ ვთქვათ, თითოეული თქვენგანი პირველი ქართული ინდუსტრიული სოფლის
აშენებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

მანამდე კი ჩვენ უკვე დავიწყეთ ხის უნიკალური ავეჯის დამზადება ასწლოვანი მუხის
მეორადი მასალისგან. ამჟამად სასადილო მაგიდები გვაქვს თანამედროვე სტილით და
ტრადიციული ფორმებით, თუმცა ვმუშაობთ უფრო განსხვავებული და გამორჩეული
მოდელების შექმნაზე, რომლებსაც მალე იხილავთ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი