ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილე: დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში
30-07-2023, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ, უ იენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას.

 

„მივესალმები მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მის აღმატებულებას, ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს, მის აღმატებულებას, მინისტრ ილია დარჩიაშვილს, მინისტრ გიორგი ამილახვარს, მინისტრ ოთარ შამუგიას, ელჩ არჩილ კალანდიას, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო და პატივცემულო სტუმრებო, არსებობს ორი ძველი ჩინური გამონათქვამი. ერთის თანახმად, როცა ყველაზე გამორჩეული სტუმრები ჩამოდიან, სწორედ მაშინ წვიმს. მართლაც ასეა. მეორე გვასწავლის, რომ სიამოვნების მომგვრელია შორიდან ჩამოსული მეგობრები, ხოლო ყველაზე გამორჩეულნი ჩვენთან სახლში მოდიან და ყველას გვაბედნიერებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გამონათქვამი საუკეთესოდ ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტში საქართველოს ყველაზე გამორჩეული სტუმრებისგან შემდგარ დელეგაციას.

 

ამიტომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით, მინდა მივესალმო მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ჩინეთის უნივერსიტეტებში ვიზიტის ფარგლებში.

 

გულწრფელ მადლობას ვუხდი ასევე მეგობრებს ყველა სფეროდან, როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ უჭერდნენ მხარს ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობას. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს (BLCU) ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.

 

ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას. ეს მიუთითებს ჩვენთვის მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ხელი შევუწყოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ განწყობებს.

 

ჩინეთისა და საქართველოს განათლების სისტემები ყოველთვის ინარჩუნებდნენ მჭიდრო თანამშრომლობას. 2001 წელს საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა დაგეგმეს და განახორციელეს მრავალფეროვანი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მთელი სერია, რამაც მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის განათლების და მეგობრული განწყობების განვითარებაში. დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში.

 

ახალგაზრდა სტუდენტებმა ჩინეთიდან და საქართველოდან შეინარჩუნეს მრავალფეროვანი ურთიერთობისა და ურთიერთსწავლების ტრადიცია. ახალგაზრდები არიან ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მემკვიდრეები, პრაქტიკოსები და ხელშემწყობები, - აწ უკვე თაობიდან თაობამდე. მიჩნეულია, რომ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, მეტი გაცვლითი პროგრამა შეიქმნება და განხორციელდება ჩინეთსა და საქართველოს ახალგაზრდებს შორის და ორი ქვეყნის ახალგაზრდები ამგვარად იმუშავებენ ერთად ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მეტაფორული ხის დასაცავად, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები: 8
#8   Dom
      
누누tv's user-friendly interface simplifies my entertainment experience. Finding content is effortless.
16 იანვარი 2024 16:05
#7   Dom
      
With 오피스타, discovering massage parlors nearby has never been easier. Highly recommend it!
10 იანვარი 2024 17:49
#6   Dom
      
I recommend오피스타to anyone seeking quality businesses and managers.
23 დეკემბერი 2023 17:06
#5   Dom
      
청주오피 has become my go-to for discovering the best in Cheongju. Transparent pricing and real user reviews make it a trusted companion.
20 დეკემბერი 2023 14:15
#4   Dom
      
해외축구중계: Where soccer enthusiasts unite for an enriched experience.
17 დეკემბერი 2023 17:21
#3   Dom
      
Kudos to 무료스포츠중계 for bringing sports closer to fans. It's a game-changer for enthusiasts like me.
12 დეკემბერი 2023 17:34
#2   seo
      
I trust 안전한 토토사이트 for fair play and secure gaming. It's the safest bet for all your wagering needs.
3 დეკემბერი 2023 10:19
#1   Dom
      
I've seen remarkable growth since partnering with 백링크하이. Quality backlinks make all the difference.
2 დეკემბერი 2023 22:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი