არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენთვის ტრაგიკული ისტორია განმეორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექცეთ, როგორც მე-19 საუკუნეში
31-07-2023, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბათუმში, საქართველოს მოქალაქეების მწვავე პროტესტს რუსი ტურისტების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ - „ქაჯობა“ უწოდა! არადა, პოლიტიკური და ზნეობრივი ქაჯობით, გოიმობით და გორსალობით, სწორედ მმართველი პარტია გამოირჩევა, რაზედაც მათი 11-წლიანი მმართველობა ღაღადებს!

 

 

გარდა ამისა, ქვეყანაში პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა გაახმოვანეს განზრახვა თბილისში "რუსულ-ქართული" უნივერსიტეტის გახსნის შესახებ. მე, როგორც მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვაცხადებ, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში "რუსულ-ქართული უნივერსიტეტის" დაფუძნების იდეა არის სახელმწიფო ღალატის ტოლფასი, ეს იგივეა, რომ საქართველოში ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ბაზებს - "რუსულ-ქართული ბაზები" უწოდო - და რუსეთის სამხედრო ოკუპაცია საგანმანათლებლო სფეროზე ნებაყოფლობით გაავრცელო, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით!..

 

 

დიახ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენთვის ტრაგიკული ისტორია განმეორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექცეთ, როგორც მე-19 საუკუნეში, როდესაც დაგვიპყრო რუსეთის იმპერიამ და რუსებმა სახელწოდებაც კი წაგვართვეს, როცა აღმოსავლეთ საქართველოს უწოდეს - "ტიфლისკაია გუბერნია", ხოლო დასავლეთ საქართველოს - "კუტაისკაია გუბერნია"!!!

 


დღეს, რუსი ოკუპანტი "ტურისტებისგან" დაპყრობილ აღმოსავლეთ საქართველოს, შოვინისტმა რუსებმა დამცინავად უწოდეს - "ხინკალნაია", ხოლო დასავლეთ საქართველოს - "ხაჩაპურნაია"!!!

 


ქოცხელისუფლება "ვირეშმაკული", ანტიდასავლური პოლიტიკის მეშვეობით ცდილობს ქართული საზოგადოების და დასავლეთის "გაცუცურაკებას"! დიახ, ხელისუფლების მხრიდან დასავლეთთან "კუკუდამალობანას თამაში", ხოლო ოკუპანტ რუსეთთან "ღია ეკონომიკური პოლიტიკის" წარმოება და რუსეთის კომპანიებისათვის და მოქალაქეებისათვის მომგებიანი საინვესტიციო გარემოს შექმნა, გამოიწვევს საქართველოს 80%-ის (20% სამხედრო ოკუპაციაა) "ეკონომიკურ ოკუპაციას", რადგან რუსეთის ფედერაციის ფინანსური შესაძლებლობები მთელი საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების "ყიდვა-შეძენის" საშუალებას იძლევა!..

 


ასე რომ, ხელისუფლებამ თუ ასეთი სტრატეგიის განხორციელება განაგრძო, დიდი ალბათობით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწევს, ანუ, მანამდე გახდება საჭირო ვადამდელი არაჩევნების ჩატარება!.. თუმცა, ამ ხელისუფლებისგან არც ის გაგიკვირდეთ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთის კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ("ვიშის მთავრობა") მსგავსად, რომელმაც "პარიზი ღია ქალაქად" გამოაცხადა და გერმანელებს ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა, ქოცხელისუფლებამაც იგივე მოიმოქმედოს და რუსეთთან "მეორე ფრონტის გახსნის" თავიდან აცილების საბაბით "თბილისი ღია ქალაქად" გამოაცხადოს და მტერს, - "ტექნიკურად მწვანე შუქი აუნთოს"!..

 

 

დღეს, უკრაინაში და ზოგადად მრავალი ათეული წლის განმავლობაში, კაცობრიობისათვის არაერთი სიბოროტის მომტანმა რუსეთის იმპერიალიზმმა და რუსმა ხალხმა, ისევე უნდა მოინანიოს რუსული შოვინიზმის გამო ჩადენილი ცოდვები, როგორც ამის გააკეთება მოუხდა გერმანელ ხალხს, წარსულში ფაშისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამო! ამის მისაღწევად კი, მტაცებელი რუსეთი ისე სასტიკად უნდა დამარცხდეს უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში, რომ რუსული იმპერიალიზი საბოლოოდ განადგურდეს და რუსული "ძერჟავიზმით" დაავადებული რუსი ხალხი სამუდამოდ განიკურნოს, რომ იგი აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს მთელი მსოფლიოსათვის, უწინარესად კი, მისი მეზობელი ქვეყნებისათვის და ერებისათვის!!!

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

კომენტარები: 2
#2   Cameron
      
I would but say to you all "impressive information" this post I see the superlative contents on your blogs and I perfectly enjoy going through them.
4 ნოემბერი 2023 16:48
#1   Cameron
      
The best time to pressure wash any collected filth and grime from the winter months is in the spring. pressure washing victoria Test a small area first to ensure the water pressure and cleaning solution are not harming the surface before pressure washing the entire area.
5 აგვისტო 2023 23:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი