ელჩი არჩილ კალანდია პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, 31 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა
31-07-2023, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო-ჩინეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობის დონემდე ავიდა. უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, რადგან 31 წლის განმავლობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ორ ქვეყანს შორის ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ.

 

„მოგეხსენებათ, დღეს ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ციფრული ეკონომიკის, „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აუდიტებს შორის. გარდა ამისა გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველო კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაში. გაიხსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი პეკინის კულტურისა და ენის უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კულტურის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებითაც პარტნიორობას. ასევე პრემიერი შეხვდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ფინანსური ინსტიტუტის, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ასე რომ ძალიან მრავალმხრივი და დახუნძლული ვიზიტი გამოდგა და ამ ვიზიტის შედეგებიი ქნება გზამკვლევი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისა არაერთი წლის განმავლობაში,“- განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი