ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს
31-07-2023, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

 

„სიხარულით ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოკლედ გაგაცნობთ ჩემ ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო მრავალი ცივილიზაციის გული იყო საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის 3000-წლიანი ისტორიით. ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა.

 

ჩვენი მემკვიდრეობა ასახავს სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, მაგრამ მაინც გამოირჩევა უნიკალურობით. ქართული კულტურას გამორჩეული და უქრობი ხიბლი გააჩნია - ცოცხალი ტრადიციული ცეკვებიდან და სულისშემკვრელი პოლიფონიური სიმღერებიდან დაწყებული, იშვიათი გემოების მქონე კერძებამდე და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციამდე გაგრძელებული, რამაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს გაუთქვა სახელი.

 

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას.

 

ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავენ ჩვენ. მათი დაცვის პირობებში, პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს.

 

ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი