კახა კალაძე: 2008 წლის ომიდან მესამე-მეოთხე დღეს, ის ადამიანები, რომლებიც რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეთბოთ, კონცერტები გაემართათ
31-07-2023, 19:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდნენ.

 


„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით ეს წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი, არსებობდა პირდაპირი ფრენებიც. ასევე, შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხა. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. რასაც დღეს ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს, 2008 წლის ომიდან მესამე-მეოთხე დღეს, ის ადამიანები, რომლებიც რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეთბოთ, კონცერტები გაემართათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, ქვეყნის მაშინდელიპრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა.

 


„გვახსოვს, მათი ბელადი, პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. არ მახსოვს, მაშინ კითხვა დაესვა რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. არ არსებობს ასეთი რამ და იმიტომ. გვახსოვს ვიდეოკადრებიც იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას -მაშინ პირდაპირ მიესალმებოდნენ მათ. შეგიძლიათ მოიძიოთ არქივში, როდესაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვიწოდებდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. ალბათ ისიც არ გახსოვთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გასხვისდა. ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც პირიქით, მიესალმებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში, მაშინ მათი პატრონები ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან და ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. დღეს კი მათი პატრონები ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ რაც შეიძლება გაბრაზებული და ბრაზიანი სახეები აჩვენონ, რაც სამწუხარო და საუბედურო რეალობაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


რაც შეეხება ბათუმშირუსი ტურისტების შემოსვლის ფაქტსა და საპროტესტო აქციას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და კანონის ფარგლებში, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ყველას შეუძლია.

 


„ამას თუ ვინმე აპროტესტებს, იცით, რომ ქვეყანაში დაცულიაგამოხატვის თავისუფლება და,რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, საკუთარი შეხედულება გამოხატოს. თუ კანონს ვინმე გადასცდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი