საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. მარტყოფის საწვრთნელ
ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი
სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დაესწრნენ. მათ მორაგბეები გაამხნევს და
საფრანგეთში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს
გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული
გუნდები იასპარეზებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.