ლელა ჩიქოვანმა თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეები უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
03-08-2023, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ
ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო
დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში
ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები
უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო
დიპლომატებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში
წარმატებები უსურვა.

 


თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის
პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების
მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება.
მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
(SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ
ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და
სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის
პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს.

 


რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს
მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა
და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები
საქართველოსა და რუმინეთში. გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და
განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების
ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო
თავისუფალი ვარდნის მიმართულებით.

კომენტარები: 2
#2   Ghani shaikh
      
Make sure you therefore wonderful and also consistent strategies, which implies find out: SEO backlinks
10 აგვისტო 2023 11:15
#1   basit khan
      
Using of which site web site, you will see versions bill, you could start for you to went through that will. booket
5 აგვისტო 2023 14:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი