საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სლოვაკ დიპლომატებს შეხვდა
03-08-2023, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში
სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდა. სლოვაკეთის ელჩმა მინისტრის
მოადგილეს თავდაცვის ახალი ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი მილან შინტაი
წარუდგინა, რომელიც სლოვაკეთის პირველი რეზიდენტი ატაშეა საქართველოში. დღემდე
სლოვაკეთის თავდაცვის ატაშე საკუთარ მოვალეობას თურქეთის დედაქალაქიდან - ანკარიდან
ასრულებდა.

 


ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ მილან შინტაის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა,
ხოლო ყოფილ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას საქართველო-სლოვაკეთის
ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და
უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

 


სლოვაკ დიპლომატებთან შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სლოვაკეთის
მთავრობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ საქართველო
ახორციელებს რეფორმებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ნატოსა და ევროკავშირში
გაწევრიანებასთან. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)
განხორციელების საქმეში სლოვაკეთის როლს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სლოვაკი ექსპერტის ჩართულობას. მხარეებმა ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების მონაწილეობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა
საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში სლოვაკი სამხედროების
მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა
მიმართულებაზეც იმსჯელეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი