ბექა კობახიძე შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე: ამ გარემოებიდან ხელისუფლების გამოძვრენის, მისი გამართლების მცდელობა უბრალოდ უსინდისობაა
04-08-2023, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესიჯბოქსი არის შემდეგი:

 

5 მილიონი კუბური მიწა ჩამოიქცა, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია და რა უნდა გვექნა. ამით კლავენ არგუმენტს, რომ მდინარეების მონიტორინგის სისტემა უნდა შეექმნათ, კოტეჯების ხევში აშენება არ დაეშვათ, ვერტმფრენები შეეძინათ, ადგილზე ჰქონოდათ თანამედროვე აღჭურვილობა, გაეწერათ საგანგებო სიტუაციაში მოქმედების პროტოკოლი და მრავალი სხვა.

 

 

ამ სტიქიის შედეგად შეიძლებოდა ვინმე მაინც დაღუპულიყო, მაგრამ რადგან ეს არაფერი არ გააკეთეს, ყველა დაღუპულის სიცოცხლე მათი პასუხისმგებლობაა.

 


ამ გარემოებიდან ხელისუფლების გამოძვრენის, მისი გამართლების მცდელობა უბრალოდ უსინდისობაა. თუ გამოაძვრენთ, როგორც 2015 და 2022 წლებში გამოაძვრინეთ, შემდეგ წლებშიც იგივე მოხდება. ხელისუფლება ვერასდროს იგრძნობს, რომ მას ზემოხსენებული ნაბიჯები გადასადგმელი აქვს და განმეორებული ტრაგედიის ეპიცენტრში შეიძლება თქვენი ოჯახის წევრებიც აღმოჩდნენ, ეს მიუხედავად იმისა თუ რამდენად გიყვართ ბატონი ირაკლი.

 


ჯვარი გვწერია და ახლა წარმოვიდგინოთ იმ ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ნაცვლად რუსული ჭურვები რომ დაგვატყდეს თავს, გამოვა მორიგი გიორგი ცაგარეიშვილი ან მაია ბითაძე და იტყვიან, რომ აბა ამდენ ჭურვს რანაირად გავუმკლავდებითო. ასე მოკლავენ კითხვას იმის შესახებ, რომ 11 წელია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების გასავითარებლად თითი თითზე არ დაუდიათ.

 


ახლა თუ "ჩვენს გმირ მაშველებს" ეფარებიან, მერე "ჩვენს გმირ ჯარისკაცებს" ამოეფარებიან.

 


ან რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგო წარმოვიდგინოთ, ქართული ღვინის 60% გასაღების გარეშე რომ დარჩება, რუსი ტურისტები რომ აღარ შემოვლენ და ა.შ.

 


ამ ქვეყანას კატაკლიზმის სახით ემუქრება ორი რამ: რუსეთი და სტიქია.

 


მთავრობის მოვალეობაა, რომ წლების განმავლობაში ოფლი ღვაროს და ამ კატაკლიზმების შედეგების შემსუბუქებისთვის ემზადებოდეს.

 


რა არის პოლიტიკა? იმის იმედად ყოფნა რომ ბუნებრივი კატასტროფა არ მოხდება და ასევე იმის იმედი რომ რუსეთი არაფერს გვიზამს.

 


სინამდვილეში, არც ერთი და არც მეორე ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ჩვენც იმის იმედად ვცხოვრობთ რომ არც ერთი არ მოხდება.

 


სანამ ადამიანები გლობალურ დათბობას, ნაცებს, სტიქიის არაპროგნოზირებადობას და ვარსკვლავების განლაგებას აბრალებენ ყველაფერს, ხელისუფლება არის კომფორტის ზონაში, არაფერს არ შეცვლის და ჩვენ თვალდახუჭული მივექანებით შემდეგი კატასტროფისკენ.

 


პ.ს. "ტრაგედია და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ" ხალხს ნეტა პოლიტიკა რა გონია?!

 


"ახლა ამ კითხვების დასმის დრო არ არის" ხალხისთვის კითხვების დასმის დრო როდის მოვა?!

 


"ოპოზიცია ამას პოლიტიკური იმისთვის იყენებს" ხალხი ოპოზიციის როლს როგორ ხედავთ? ხმა არ ამოიღოს და ტაში უკრას უმოქმედობას?!

 


ერთ დღეს თქვენს კართანაც დაიჩოქებს ეგ აქლემი, მეგობრებო!

 

 

ბექა კობახიძე,


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი