გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა
07-08-2023, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების
შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ
გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. გლოვის დღესთან
დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ
შენობებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო
დროშები დაეშვა.

 


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესაბამისად, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ
შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება 9
აგვისტოს 00:00 საათამდე.

 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღეა 8 აგვისტოც - აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ
საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად
დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი