კახა კალაძე: თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი
07-08-2023, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მისმა ოჯახმა შოვი სტიქიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა.

 


„მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე, აგრესიულად განაწყოთ ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ,მასმიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“მისი მცირეწლოვანი შვილებისგამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა.

 


ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ცილისწამება დაგმო.

 


„საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე. მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე, იყო ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მათაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. მათაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ პოზიციისდაფიქსირებისთვის, რადგან ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ან რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი