ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო კონტინგენტი რუსული ჯარის გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით
08-08-2023, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


პრემიერის თქმით, გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი.

 


„ის, რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ აი ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ, ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

 

 

ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას. ბუნებრივია, რომ ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს მეგობრებო, ბოლო კონტინგენტი რუსული ჯარის გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა ეხლა საუბარი გავაგრძელო, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, გენ შტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი ეს გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი, სამწუხაროდ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი